რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობა გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დაუდასტურეს.
მგზავრობის საფასური 1 ლარის ნაცვლად - 2.5 გახდა.
კუს ტბის საბაგიროს ტარიფი კი უცვლელი დარჩა.
ფასის შესაძლო მომატების შესახებ მერიამ მგზავრები აპრილის ბოლოს გააფრთხილა. თვითმმართველ ორგანოში ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ რიყე-ნარიყალას საბაგიროთი ძირითადად ტურისტები სარგებლობენ, ხოლო კუს ტბის საბაგიროთი ადგილობრივები მგზავრობენ.