„ნუ მეხები! რუსთავი 2-ს არ გაგცემთ პასუხს,“ - ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, რუსთავი 2-ის მისამართით გააკეთა.
მან კომენტარის გაკეთებაზე სასტიკი უარი განაცხადა და ტელეკომპანია მიკერძოებულობასა და თაღლითობაში დაადანაშაულა.
„თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, მიკერძოებული, თაღლითები,“ - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძის მიერ, საქართველოს მთავარ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე შესაძლო თავდასხმის შემდეგ, პოსტსკრიპტუმმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემული მილიონობით ქონების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა.