18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღირსებისა და პატივის შელახვისთვის საპატრიარქოს უჩივის

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღირსებისა და პატივის შელახვისთვის საპატრიარქოს უჩივის. ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მიზეზი საპატრიარქოს ადვოკატის ედიშერ ქარჩავას მიერ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ საპატრიარქოში არსებობს დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მან აღნიშნა, რომ არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება.

ედიშერ ქარჩავა აცხადებს, ესპანეთში დარეგისტრირებულ შპს-ში, რომლის ხელმძღვანელიც დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო, 50 მილიონი ევრო უნდა გადარიცხულიყო, თუმცა მოხდა თუ არა ტრანზაქცია, ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა არ იცის.

 

 

დღის ამბები