18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა ადვოკატების გარეშე დარჩეს - ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან                                                                                                                                          

დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის, სასამართლოში უჩივლებს. დეკანოზის ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ საპატრიარქოს იურისტის განცხადება, თითქოს გიორგი მამალაძე საკუთარი შპს-ში ფულს ათეთრებდა, სიცრუეა.

ის, რომ დეკანოზმა შპს ნამდვილად დააარსა, მისმა ადვოკატებმაც იციან, თუმცა მათივე მტკიცებით, არანაირი ფინანსური ტრანზაქცია ამ ორგანიზაციაში არ განხორციელებულა. შპს-ს მიზანი ქველმოქმედება უნდა ყოფილიყო, თუმცა ორგანიზაციას საქმიანობა ოფიციალურად არ უწარმოებია.

კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც დღეს დეკანოზის ადვოკატებმა  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სახელზე დატოვეს, 19 მაისის განკარგულების გაუქმების მოთხოვნაა. საქმის არსებითი განხილვის სხდომიდან მოსამართლემ ადვოკატები გააძევა და მოგვიანებით ოფიციალური მიზეზიც განმარტა - სხდომაზე წესრიგის დარღვევა, თუმცა დღემდე არც ერთმა ადვოკატმა არ იცის რა წესი დაარღვიეს.

სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ დეკანოზს ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნება, თუმცა გიორგი მამალაძის მეოთხე ადვოკატი ეკა ლომიძე იმ სხდომას, საიდანაც 3 ადვოკატი გააძევეს, საერთოდ არ ესწრებოდა. ლომიძე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტია. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით გარანტირებული, სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

დღის ამბები