18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

მშრალი შიმშილობა დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნუგზარ ბაქრაძემ. მისი თქმით, 2010 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბორჯომში მის საცხოვრებელ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ ფაქტის გამო, არ აქვთ უფლება საკუთარი სახსრებით შეაკეთონ შენობა. მისივე თქმით, სახლის გამაგრებით სამუშაოებს არც სახელმწიფო ატარებს. ნუგზარ ბაქრაძის განცხადებით, მის სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დღის ამბები