18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
თელავში სამარხებსა და ადამიანთა ძვლებს მიაკვლიეს

თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ სამარხებსა და ადამიანთა ძვლებს მიაკვლიეს. სამარხები სამშენებლო კომპანია უტას თანამშრომლებმა სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საძირკველის გათხრის დროს აღმოაჩინეს.

მათი ინფორმაციით, მიწაში ადამიანის თავის ქალა და ე.წ. ქვახუფის ტიპის სამარხი გამოჩნდა, რის გამოც მუშაობა შეაჩერეს და ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდეს.

ადგილზე ჩავიდნენ სპეციალსიტების. არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ვარაუდით, სამარხი ადრე ქრისტიანული პერიოდის უნდა იყოს.

არქეოლოგიური გათხრები ამ ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დღის ამბები