ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, აუდიტის შუალედური დასკვნის იმ ნაწილს ეხმაურებიან, სადაც აუქციონისას მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძის კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებაზე საუბარი.
ადვოკატების მტკიცებით, აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
რაც შეეხება ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს და ფარცხალაძესა და მერიას შორის შემდგარ შესაძლო გარიგებას, უფლებადამცველების მტკიცებით, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით პირველი შეთანხმება 2015 წელს შედგა.
მათივე თქმით, მცდარია აუდიტის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიასა და მერიას შორის ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ შედგა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა.
„ზიანის ანაზღაურების საკითხი დადგა დღის წესრიგში მერიის მხრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკითხი, ჩანაცვლების და გადაცემის საკითხი, 2015 წელს ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. შემდგომში უკვე ხდება პროცედურა, რომელზეც ბატონი ლაშა თორდია თავის შუალედურ დასკვნაში საუბრობს," - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.