შავი ზღვის მონიტორინგის კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია წარადგინა ტექნოპარკში გარემოს დაცვის სამინისტრომ. შეხვედრაზე სამინისტროსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და სიღრმეში აღმოჩენილ სიახლეებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
კვლევის შედეგად უნდა დაიგეგმოს ზღვაში და მის სანაპირო ზოლზე სხვადასხვა სამუშაოები. კვლევა წლის ბოლომდე გაგრძელდება, პარალელურად დაიგეგმება შავი ზღვის ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის სამუშაოები.
„სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მონიტორინგის ჩატარება. საქართველოს დაახლოებით 15 სადგურზე იქნა კვლევა ჩატარებული და მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები," - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.