მსახიობი როჯერ მორი, რომელიც ჯეიმს ბონდის როლს ასრულებდა, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან მაყურებელს თავი ჯეიმს ბონდის ფილმებში 1973-85 წლებში აგენტ 007-ის როლის შესრულებისას შეაყვარა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მსახიობი უკანასკნელი წლების განმავლობაში კიბოს დამარცხებას ცდილობდა.