უწყებათაშორისი კომისიის სპეციალურ სხდომაზე სახელმწიფო ენის, ქართულის სწავლების დონის ამაღლებასა და აფხაზური ენის სწავლების ხლშეწყობაზე ისაუბრეს. კომისიის სხდომა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მისი განცხადებით, ამ ორი ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია. კომისიის წევრების განცხადებით, აფხაზური ენის სწავლების ხელშესაწყობად იგეგმება ამ ენის შესწავლა როგორც სკოლამდელი, ასევე სკოლის და უმაღლესი განათლების მიღების დროსაც.