საქართველოს პირველი ლედი დღეს ხელვაჩაურში იმყოფებოდა. მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მაკა ჩიჩუა ხელვაჩაურში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდა და ამ მიმართულებით რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პირველი ლედის განმარტებით, პროექტში მისი ჩართვის მთავარი მიზეზი, მშობლებისთვის იმ გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც მან და პროექტის ორგანიზატორებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დააგროვეს.