დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში საქართველოს რელიგიური რუკების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ტურისტული დანიშნულებისაა და ქვეყნაში არსებულ საერთო რელიგიურ სურათს ასახავს.
რუკები 2 წლის წინ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინეს და მათზე 3D გამოსახულებების სახით დატანილია საკულტო ნაგებობებიც. დამზადებულია რუკების, როგორც ინტერნეტ, ასევე ბეჭდური ვერსიები.