16-17 მაისს, გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის გამო ქართული ოცნების დეპუტატის შვილის, გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ შსს-ში რუსთავი 2-ს განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ 21 წლის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციელები კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების განმარტებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 21 წლის მძღოლს, რომელიც სავარაუდოდ, მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა, გვირაბიდან დაახლოებით 100 მეტრში ტრაილერის მძღოლს გზა გადააკეტინეს.