გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ქალაქის ცენტრში საქართველოს თავისუფლების დღის ღონისძიებებისთვის მზადება. ამისთვის რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილი იყო. ქალაქის მთავარ ქუჩაზე დამონტაჟდა ქართული ანბანის 33 ასო. წლევანდელი 26 მაისის თემა ვეფხისტყაოსანია.
ზეიმი ხვალ ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, მოეწყობა კულტურული ღონისძიებები - უმეტესი მათგანი სწორედ ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე.
გალა კონცერტი კი საღამოს 9 საათზე ვარდების მოედაზე გაიმართება. კონცერტისთვის სცენა უკვე თითქმის მზად არის.