18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
"ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით" - გიორგი კვირიკაშვილი

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მთავრობის სხდომაზე ყურადღება ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვექტორი, რომელსაც მიყვება ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არა ერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ქონდა, შესწირა თავის სამშობლოს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.

„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ დღეს ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები