18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
თბილისის შემოვლითი გზის და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება

თბილისის შემოვლითი გზის 55 კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება. პრემიერმინისტრმა ამ საკითხზე დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სხდომაზე ისაუბრა.

„ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს და ასევე, ეს იქნება დასაწყისი უკვე მლეთა-კობისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი პროექტი,“ - განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები