18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ხანდოს ხეობაში კახა კალაძეს ელოდებიან - ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული

ხანდოს ხეობაში მოსახლეობა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ელოდება. ფასანაურში, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებაა დაგეგმილი, კახა კალაძე ადგილობრივებს შეხვედრას დაპირდა.

ადგილზე დილიდან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია, ისინი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მარშრუტის შეცვლას მოითხოვენ, რათა სამუშაოების შედეგად, გარემოსა და მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას.

კახა კალაძეს ადგილზე 14:00 საათისთვის უნდა ჩავიდეს. ადგილობრივები ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან.

დღის ამბები