გარდაბანში, თბილსრესის 2 თანამშრომელი, ელექტროსადენების შეკეთებისას დაშავდა.
თბოელექტროსადგურის მუშებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დენმა დაარტყა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც შსს-ში რუსთავი 2-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.