18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
არასამთავრობოები თვლიან, რომ თორდიას შესახებ ახალი ვიდეოს გავრცელება შესაძლოა არსებული სკანდალის გადაფარვას ემსახურებოდეს

ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის შეფასებით, 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომეტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარი ინციდენტია ასახული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ქმედება მიუღებელია.

“დღეს ამ მასალების გაჩენა სოციალურ ქსელებში გარკვეულწილად შეიძლება ემსახურებოდეს იმ სკანდალის გადაფარვას, რაც დაკავშირებულია ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან. ეს არის გარკვეულწილად კომპრომეტირება ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახურის და ბატონი ლაშა თორდიას და შესაბამისად, ამგვარი ქმედება ხელისუფლების მხრიდან არის მიუღებელი“ - განაცხადა გოცირიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერის გიორგი გვილავას თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსს შეემთხვა ინციდენტი იმის გამო, რომ ის ასრულებდა საკუთარ მოვალეობას და ახლა ყველა მცდელობა უკავშირდება სამართალდამცველებს და ისინი ცდილობენ, რომ გადაფარონ ის პრობლემა, რომელიც წარმოიშვა.  

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, რომ ამ ტიპის მასალების გავრცელება ხდება საჯარო სივრცეში და ისევ კომპრომატის ძალით ხდება მისი გამოყენება.

 

დღის ამბები