საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ 11 ათასამდე მოსწავლემ ზღვარი ვერ გადალახა და მან ყურადღება ქვეყანაში პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის აქტუალიზაციაზე გაამახვილა.
„ნებისმიერ ქვეყანას რომ შევედაროთ, ჩვენი პროპორცია უმაღლესსა და პროფესიულ განათლებას შორის განაწილების არის არაჯანსაღი. ფაქტიურად, გვაქვს სისტემა, რომელიც აგენერირებს, ასე ვთქვათ, უმუშვერებს თავიდანვე და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, შევცვალოთ,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.