საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ დაესწრო.
კონფერენციაზე, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე და ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება არარეალური მოლოდინებით შევიდა დამოუკიდებლობის ეპოქაში.