დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ ფოტო და წერილობითი დოკუმენტების გამოფენას მასპინძლობს.
საგამოფენო სივრცეში ასევე წამოდგენილია წიგნად გამოცემული გივი ღამბაშიძის ომის დღეები. პუბლიკაციაში აღწერილია მოხალისე ჯარისკაცის მოგონებები სანგრებიდან დანახული 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. დღიური 1921 წლის 17 თებერვლიდან 7 მარტამდე პერიოდს მოიცავს.