18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დამოუკიდელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება

დამოუკიდელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. ის ვარდების მოედანზე საღამოს 9 საათზე დაიწყება და მისი თემატიკაც ვეფხისტყაოსანი იქნება. გალა კონცერტამდე, დღის განმავლობაში სხვა მუსიკალური ღონისძიებებიც გაიმართება.

ანსამბლი ქართული ხმები სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღერებს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს დავით ევგენიძის ბენდი, რომელიც მსმენელის წინაშე ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციით წარდგება.

დაგეგმილია ვეფხისტყაოსნის გმირების ვირტუალური გაცოცხლებაც, პანტომიმის და მოძრაობის თეატრების წარმოდგენებით.

დღის ამბები