დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ბათუმში. ქალაქში დილიდან გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, 10 ქვეყნის ფოლკლორული ჯგუფები კი, ნაციონალური ფორმებით ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ.
დაგეგმილია სპორტულ-კულტურული ღონისძიებებიც. საღამოს 8 საათზე კი ანბანის კოშკთან გალა კონცერტი გაიმართება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმში გუშინ საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენით დაიწყო.