საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოსახლეობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის ფარგლებში უმასპინძლებს. ქალაქში უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა გამოიფინება.
ასევე მოეწყობა 112-ის დეპარტამენტის კოსმოსური ხომალდი, დაცვის პოლიციის დაცული ქუჩა და მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები.