ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა გამოცემა გამოიფინა. გამოფენა კულტურის მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ვეფხისტყაოსანი საქართველოს კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციას სწორედ ვეფხისტყაოსნით დაიწყებენ.
„ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება შეგვექმნა იმისთვის, რომ დაგვედო სათავე საქართველოს პოპულარიზაციის ვეფხისტყაოსნის თემატიკით, საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც ხაზს გაუსვამს ჩვენს ძალიან დიდ ისტორიას, კულტურას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თემატური გამოფენა კერძო კოლექციონერს ეკუთვნის. ეროვნული მუზეუმში ის 11 ივნისამდე დარჩება.