დილიდან აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმში. ანბანის კოშკთან გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და ქართული საბრძოლო შეიარაღება.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს იუნკერთა საფლავები და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს მიაგეს პატივი.
სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფების წარმომადგენლებმა ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. დღევანდელი დღე ბათუმშიც გალა კონცერტით დასრულდება.