18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ეს გახლავთ საგანგაშო სიტუაცია - მარიამ რამინაშვილი საატესტატო გამოცდებზე

„ეს გახლავთ საგანგაშო სიტუაცია და პირდაპირ მიანიშნებს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე,“ – ასე აფასებს პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, მარიამ რამინაშვილი, საატესტატო გამოცდების შედეგებს.

წელს გამოსაშვებ გამოცდებზე 11 ათასმა ბავშვმა ბარიერი ვერ გადალახა.

მან აღნიშნა, რომ 16 ათასი სერტიფიცირებული პედაგოგიდან, რომლებსაც ხელფასი გარკვეულწილად გაეზარდა, მხოლოდ 8 ათასი მათგანი იღებს მაქსიმალურ ანაზღაურებას. მისი თქმით, ესეც მოქმედებს მასწავლებლების მოტივაციის ვარდნაზე.

„11 ათასი მოსწავლე არის 25 პროცენტი და ეს გახლავთ მართლაც საგანგაშო სიტუაცია არა მხოლოდ 11 ათასი რაოდენობის გამო, არამედ იმიტომ, რომ 11 ათასი მოსწავლე 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ვაუჩერით. 11 ათას მოსწავლეს, ჩვენ არ გვაქვს არაფერი, რასაც შევთავაზებთ მომდევნო სასწავლო წელს,“ - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა. 

დღის ამბები