18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ს სჭირდება საქართველო" - საპარლამენტო ასამპლეის წევრებს აქციით დახვდნენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სასტუმრო ჰუალინგთან ალიანსის მხარდამჭერი აქციით დახვდნენ.

შეკრებილები ალიანსს საქართველოს რუსეთისგან დაცვისკენ მოუწოდებნენ. ასევე გამოფენილი იყო პლაკატები წარწერებით: „სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია" და "საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ს სჭირდება საქართველო“.

„მივესალმები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებას და იმედი გვაქვს, რომ ნატო, რაც შეიძლება მალე, გაგვიღებს კარებს, იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მათი მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და საქართველოს დეოკუპაცია ნამდვილად ნატო-ში არის,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა, გივი კუბლაშვილმა.

დღის ამბები