18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"ღამე მუზეუმში" - საქართველოს მასშტაბით ყველა სახელმწიფო მუზეუმის კარი ღამის 2:00 საათამდე ღია იყო

ღამე მუზეუმში - საქართველოს მასშტაბით ყველა სახელმწიფო მუზეუმის კარი ღამის 2:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის ღია იყო. პროექტის ფარგლებში ღონისძიება შიდა ქართლის მუზეუმებშიც გაიმართა.

სტუმრებს უფასოდ მასპინძლობდა ეთნოგრაფიული მუზეუმი, სტალინის მუზეუმი და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი. ღონისძიებებში მონაწილეობას ერისთავის თეატრი, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები, ასევე გორის ბავშვთა კაპელა იღებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები