18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ხმაური, სტვენა და ცხარე კამათი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე მარტვილში

მარტვილში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საყოველთაო სახალხო განხილვა ხმაურისა და სტვენის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ჩამორთმეული საძოვრები და ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა იყო.

დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლები წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. კრიტიკულ შეკითხვებზე, შეხვედრის მონაწილე თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვა საჯარო მოხელეებს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ, რამაც საზოგადოებაში შეძახილები გამოიწვია.

განხილვაზე დამსწრე ლია გულორდავას, შეკითხვის დასმისა და აზრის გამოხატვი დროს, მიკროფონი გამოურთეს. მისი თქმით, მიკროფონებთან გამოსვლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, აქედან გამომდინარე, მოქალაქემ საკუთარი აზრის გამოთქმა ხმის გამაძლიერებლით გადაწყვიტა და კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებები გააკრიტიკა.

შეხვედრის მიწურულს, პოლიტიკოსებს საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ნახევრად-ცარიელ დარბაზში მოუწიათ.

დღის ამბები