18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
საქართველოს პარლამენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიღებაზე უმასპინძლა

დღის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიღებაზე უმასპინძლა. სტუმრებს ირაკლი კობახიძემ მიმართა. მისი თქმით, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გახსნა სიმბოლური და კარგად გააზრებული ჟესტი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს.

„გპირდებით, რომ ძლიერი და მშვიდობიანი მომავლისათვის ჩვენ უფრო გაბედული ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას, ნატოსთან კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობისათვის და განვამტკიცებთ ჩვენს დემოკრატიას რეფორმებითა და აქტიური საგარეო პოლიტიკით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტუმრებს ასევე მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პაოლო ალის განცხადებით, თბილისში გამართული სესია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო საქართველოს მადლობა იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრძოლის პარალელურად, ის საერთაშორიშო მისიებში, მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, აქტიურადაა ჩართული," - აღნიშნა პაოლო ალიმ.

 

დღის ამბები