ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 3 პრეტენდენტი ხელისუფლებამ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან უნდა დაასახელოს.
დღეს სპეციალური სამთავრობო კომისია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და ასევე, კონკურსში მონაწილე იურისტების მხრიდან, კრიტიკის და პრეტენზიების სამიზნე გახდა. ყოფილი კანდიდატების ნაწილი საეჭვო გადაწყვეტილებების გარდა შესარჩევი ეტაპის ბუნდოვან პროცესზე აკეთებს აქცენტს.
არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ კომისიის ხელისუფლების წევრები და მოსამართლეები შეთანხმდნენ და კონკრეტული კანდიდატები კონკურსს განზრახ ჩამოაშორეს.
არასამთავრობოების კრიტიკის მთავარი ადრესატი გვანცა ყუფარაძის, 14 წლის გოგონას სტრასბურგში მოხვედრილი გახმაურებული საქმის მოსამართლე, თამარ ალანიაა.
თავად კანდიდატები კი აცხადებენ, რომ მათ თანამდებობებს კონკურსის მიმდინარეობაზე არავითარი გავლენა არ ჰქონიათ.
კიდევ ერთი თემა, რაზეც საზოგადოების ნაწილს შეკითხვები აქვს - ფლობენ თუ არა შერჩეული კანდიდატები სტრასბურგის სასამართლოსთვის სამართალწარმოებისთვის საჭირო ენებს. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე საპასუხოდ რუსთავი 2 ყველა კანდიდატს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ღია ეთერში გასაუბრებას საჯაროდ სთავაზობს.