ხმაური იყო დღის ბოლოს თბილისში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ნიჭიერთა ათწლედის ყოფილ შენობაში. დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახები შენობიდან მათ გასახლებას აპროტესტებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ იძულებით გადაადგილებულებს ოფიციალური მოთხოვნა - შენობის 10 დღეში დატოვების შესახებ მიაწოდეს.
უწყება დევნილებს ამ ეტაპზე ქირით უზრუნველყოფას პირდება, თუმცა შეთავაზების მიღებას ისინი არ აპირებენ და ფართების დაკანონებას ითხოვენ.
80-მდე ოჯახი შენობაში 2011 წლიდან ცხოვრობს.