18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახის წევრები მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახის წევრები მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ადვოკატის განცხადებით, ჩაბუქი უდანაშაულოა და დაუშვებელია მისი თურქეთში ექსტრადირება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.

თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, საქართველოს სასამართლომ კი, მას ამ ეტაპზე წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები