თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალმა აიღო სტარტი. ქართველი და უცხოელი მწერლები საკუთარ შემოქმედებას მკითხველებს აცნობენ და მათ კითხვებს პასუხობენ.
პირველი შეხვედრა გერმანელ მწერალთან კატია ლანგენ მიულერთან მწერალთა სახლში გაიმართა.
ფესტივალის ბოლომდე 6 გერმანელი და 6 ქართველი მწერალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ერთად იმოგზაურებენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ.
ლიტერატურული ფესტივალია 2 ივნისს დასრულდება.