18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
2015 წელს ქობულეთში დატრიალებული ტრაგედია - მსხვერპლი და გაურკვეველი გარემოებები

2 წლის წინ ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპული ბავშვების ოჯახები საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს ამ დრომდე ელოდებიან. მშობლები პროკურატურისგან ითხოვენ პასუხს, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რომელმაც მათი შვილები იმსხვერპლა.

მომხდარი ხანძრის საქმეზე სასტუმროს მეპატრონის შვილი გასულ წელს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დააკავეს, თუმცა, ზაზა ართმელიძე 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილი ბავშვების მშობლები აცხადებენ რომ, სასტუმროში ხანძრის გაჩენის მიზეზი უსაფრთხოების ზომების დარღვევა არ გამხდარა. ისინი ვარაუდობენ რომ, ცეცხლი ართმელიძეების ბიზნესის გასანადგურებლად მათთვის უცნობმა პირებმა მიზანმიმართულად გააჩინეს. დაზარალებულები არც იმას გამორიცხავენ, რომ სასტუმროს მეპატრონე თვითმკვლელობამდე ზეწოლის შედეგად მივიდა.

ართმელიძეების ოჯახი კი ამბობს, რომ მათი ბიზნესის მიმართ ინტერესი გარკვეულ პირებს ჰქონდათ, თუმცა, კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ.

გარდაცვლილის ოჯახმა დღეს ის წერილიც გაასაჯაროვა, რომელიც ზაზა ართმელაძის თვითმკვლელობის შემდეგ, სახლში იპოვეს. წერილის მიხედვით, გარდაცვლილს სასტუმროში ბავშვების გადარჩენის საშუალება არ მისცეს, რადგან უთხრეს, რომ მოზარდები შენობაში არ იმყოფებოდნენ.

ქობულეთში ართმელიძეების სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები