18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
პატრიარქმა არ იცის ამის შესახებ, რაც მე გავაკეთე - ედიშერ ქარჩავა

„პატრიარქმა არ იცის ამის შესახებ, რაც მე გავაკეთე,“ - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში, მის მიერ მეუფე პეტრეს მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მან ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არ აიღო, რადგან ჭყონდიდის მიტოპოლიტი მეუფე პეტრე წმინდა სინოდმა არაერთხელ გააფრთხილა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე და ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე არ ესაუბრა.

„მე ჩავთვალე ღირსეულად, რომ როდესაც ჩემს მამას შეაგინეს, მე გავეცი პასუხი. იმ პიროვნებამ გასცა პასუხი, რომელსაც ის ვერ დაარტყამს,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისი განმარტებით, მეუფე პეტრემ აუტკივარი თავი აიტკია და პატრიარქის წინააღმდეგ წავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები