18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
მეუფე პეტრეს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის დაქვრივება უნდა - ედიშერ ქარჩავა

„კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის დაქვრივება უნდა, ანუ ანდრიას ტახტის დაქვრივება უნდა მეუფეს,“ - ეს განცხადება საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავა, არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი აზრით, ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე პეტრეს შორს მიმავალი გეგმები აქვს. ედიშერ ქარჩავა განმარტავს, რომ ამის მტკიცებულებები გააჩნია, თუმცა დღეს მათზე ვერ საუბრობს.

„ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ მასთან ერთად, ერთ ხმაში საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ზოგადად ებრძვიან დედა ეკლესიას და ეს ადამიანები დღეს თქვენ ეთერშიც გყავთ მოწვეული. ეს ადამიანები დაისაჯნენ და პირობითად არიან დატოვებული თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

იურისტმა მისი კვალიფიკაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა.

 „ჯერ ჩემს დონემდე მოვიდნენ, ჩემი სამართალმცოდნეობა და წითელი დიპლომი შეაფასონ, ჩემს კვალიფიკაციამდე მოვიდნენ და მერე ილაპარაკონ ზოგიერთებმა იმიტომ, რომ მე მათ ვურჩევ, დაჯექი და ლექცია იკითხე, რაა, იმიტომ, რომ არ გეკითხება შენ ეკლესიის ამბავს,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები