„ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი,“- ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლთან დაკავშირებით გააკეთა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს.
„ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება და უფრო დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დროში გვექნება,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ინფორმაციას არ ფლობს სასჯელაღსრულების მინისტრი.
კახა კახიშვილის ჟურნალისტებს ინფომრაციის მოძიებას საგამოძიებო უწყებებში ურჩევს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული.