30 სექტემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი - თბილისს ევროპელი გამომცემლები სტუმრობენ

თბილისში ევროპელი გამომცემლები იმყოფებიან. ისინი ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს ესწრებიან და ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირქეტორი დეა მეტრეველი ფიქრობს, რომ მსგავსი ვიზიტები ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

უცხოელი სტუმრები ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმანის პროცესზე, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე მსჯელობენ. 

დღის ამბები