თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება. სახელმწიფო ბალეტი ორ სპექტაკლს წარადგენს, რომელშიც მთავარ პარტიებს მსოფლიოს საბალეტო დასების წამყვანი მოცეკვავეები შეასრულებენ. ფესტივალს ნიდერლანდების ცეკვის თეატრის ორი დასიც ეწვევა.
„ეს იქნება ყოველწლიური, წელს ჩვენ ამ ფესტივალს, ფაქტორბრივად, ვაანონსებთ და შევდივართ მსოფლიო ფესტივალების ნუსხაში,“ - განაცხადა თბილისის ოპერისა და ბალეტის ხლმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა.