აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, ბაქოს სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის მხადაჭერები დღეს სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და კრიტიკული საგამოძიებო მასალების ავტორის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.
აფგან მუხტარლის, მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მხარდამჭერები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიის შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
მონაწილეობდნენ თუ არა ქართული სპეცსამსახურები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში, ამ საკითხზე განმარტება სუს-ის უფროსს არ გაუკეთებია. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ის ე.წ. მწვანე ზოლიდან, იგივე ნეიტრალური ტერიტორიიდან, გაიტაცეს. მთავარი პროკურორი კი გამოძიებას ელოდება.
სამართალდამცველების არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეგობარი დაშგინ აღალარლი ამბობს, რომ მათ მუდმივად უთვალთვალებდნენ. ერთერთი მეთვალყურე მან დღეს რუსთავი 2-თან ინტერვიუს ჩაწერის დროსაც ამოიცნო.