18 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"მე აღარ მჯერა სამართლიანი გამოძიების" - ლეილა მუსტაფაევა 

აფგან მუხრთალის საქმის გამოძიების კვლავ პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები და ადვოკატი.

მუხთარლის ოჯახის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გამოძიება სწორი მიმართულებით არ მიმდინარეობს და უწყება არ იძიებს ქართველი სამართალდამცველების ჩართულობას.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს თურმე ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერები და ჯერ კიდევ არ დასრულებულა ანალიტიკური დამუშავება სატელეფონო ზარებისა, ჩვენ უკვე წინასწარ მოვისმინეთ დასკვნა, რომ გამორიცხულია სამართალდამცავების მონაწილეობა. დღემდე საქმეს არ იძიებს მთავარი პროკურატურა, ეს არის სამართლებრივად იმის ნიშანი, რომ ეს ვერსია არც კი განიხილება, არც კი ხდება იმის გამოძიება, რომ აქ მონაწილეობდნენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები,“-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლეც. მისი განცხადებით, ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ ოჯახს და ადვოკატებს კვლავ არ აქვთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

„ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე არ ვარ დარწმუნებული საქმის სამართლიან გამოძიებაში. აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რასაც ხელისუფლება უარყოფს. ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პროკურატურისგან. ჩემს ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა გამოძიება. დროა საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა გაიგონ როგორ მიმდინარეობს საქმის შესწავლა, ეს პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს. მე აღარ მჯერა სამართლიანი გამოძიების. ასეთ შემთხვევაში სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ,“-აცხადებს ლეილა მუსტაფაიევა

ამავე თემაზე
დღის ამბები