18 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მასშტაბური სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიანმარიში - სპეციალისტები  გაუჩინარებულ თვითმფრინავს ეძებენ

მიანმარიში მასშტაბური სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სპეციალისტები სამხედრო თვითმფრინავს ეძებენ, რომელიც რამდენიმე საათის წინ რადარებიდან გაუჩინარდა. სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე 116 ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, მგზავრების უმეტესობა სამხედროების ოჯახის წევრები არიან. თვითმფრინავი საპორტო ქალაქ მიელიკიდან ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ იანგონში მიემგზავრებოდა, თუმცა კონტაქტი ეკიპაჟთან იმ დროს გაწყდა, როდესაც ლაინერი ანდამანის ზღვის თავზე იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში გემები და ავიაციაა ჩართული.

დღის ამბები