18 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
შეფერხებული ტურისტული სეზონი და ფინანსური ზარალი - თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილი გზა ისევ ჩაკეტილია

თუშეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენის გაჭიანურებას ადგილობრივები აპროტესტებენ. თუშეთის ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამის გამო, თავის დროზე ვერ გაიხსნა ტურისტული სეზონი. ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივიან.

შემოსავლის კიდევ ერთი მთავარი წყარო თუშებისთვის სახლებისა და სასტუმროების გაქირავებაა, თუმცა ჩაკეტილი გზის გამო ვერც ტურისტების მიღებას ახერხებენ. ამის გამო, მათ შეკვეთების გაუქმება და პერსონალისთვის ხელფასის დამატებით გადახდა მოუწიათ, რაც მათთვის დიდი ფინანსური ზარალია. ადგილობრივები ჩივიან, რომ გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მხოლოდ მოძველებული ტექნიკა მუშაობს, რაც სამუშაოს შესრულებას აფერხებს.

ტექნიკის შესახებ ბრალდებებს უარყოფენ გზების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ ჩამოწოლილმა მეწყერმა გზაზე წყლის დაგუბება გამოიწვია და ამ ხელოვნურად შექმნილი ტბის დონის დაწევა მხოლოდ ქვების აფეთქებითაა შესაძლებელი.

გზის მშენებელ კომპანიაში განმარტავენ, რომ აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს და გზის გახსნას ისინი 20 ივნისისთვის ვარაუდობენ.

დღის ამბები