სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევას ასაჯაროებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, საქართველოში ვიზიტიც მოხვდა. IDFI-ის შეფასებით, ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უხეშად დაირღვა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ლუჟკოვის ე.წ. შავ სიაში ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა უწყებამ ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დამრღვევი პირების შესახებ ინფორმაცია არ გასცა.