ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების დაკავებას ოპოზიციაში ადამიანების დაშინებად აფასებენ. პოლიტიკოსების განცხადებით, მუსიკოსების პატიმრობას საზოგადოებამ პროტესტით უნდა უპასუხოს.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები ადამიანის დაშინებას ემსახურება.
„ეს არის პირდაპირ, ვიღაცის დაკვეთით გაკეთებული ადამიანის დაშინება იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კოტე იოსელიანი, საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სწორედ ეს ქმედებები ანგრევს პოლიციის რეპუტაციას და არა ის უწყინარი კლიპი, რომლის ავტორებიც ახლა ძალიან დიდი ხნით შეიძლება მოხვდნენ საპატიმროში. საზოგადოებას უნდა გამოთქვას ძალიან დიდი პროტესტი ამის წინააღმდეგ,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.