დღეს თბილისის რამდენიმე უბანში, გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში ძლიერი სეტყვა იყო. ამის შესახებ რუსთავი2-ის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა თავად აცნობეს.
თვითმხილველების თქმით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ის საკმაოდ ძლიერი იყო.
გლდანის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, კორპუსში წყალი ჩავიდა.
მოსახლეობის თქმით, დაზიანებულია ავტომანქანები.
ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა მოგვაწოდეს