18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
აქცია საგარეო უწყებასთან - სოსო ოსორაულის ოჯახი და ახლობლები ქართველი მფრინავის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. შეკრებილები უწყებისგან კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის, შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ითხოვენ.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ქვემო ალვანის მოსახლეობაც ჩამოვიდა. შეკრებილები სახელმწიფოს სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის დადგენასა და მის დასახსნელად მაქსიმალურ ძალისხმევას სთხოვენ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია პატრიოტთა ლეგიონის ორგანიზებით მიმდინარეობს, შეკრებას შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები